ავსტრიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ავსტრია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო კილაძე და ამავე კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი, ლუდვიგ ბოლცმანის ადამიანისუფლებების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელს, ვენის უნივერსიტეტის პროფესორს, ჰანეს ტრეტერს შეხვდნენ.შეხვედრაზე მხარეებმა დემოკრატიული და სამართლებრივი რეფორმების პროცესში მეცნიერების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებით კი საუბარიშეეხო სამეცნიერო კვლევებს ადამიანის უფლებების კუთხით და მისი გამოყენების შესაძლებლობას პრაქტიკაში. საქართველოს პარლამენტის წევრები ამ კუთხითავსტრიული გამოცდილებით დაინტერესდნენ. მხარეებმა ლუდვიგ ბოლცმანის სამეცნიერო ინსტიტუტის საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისადა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის სამეცნიერო კუთხით მხარდაჭერის საკითხები განიხილეს.
ვიზიტი ხორციელდება ავსტრიის რესპუბლიკაში საქმეთა დროებითი რწმუნებულის, მაკა ბოჭორიშვილისა და საელჩოს დესპანის, გიორგი ტაბატაძის მხარდაჭერით.

















