logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
11:31 22.02.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორს, ჯენინ ვეინს შეხვდა. მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდაჭერა. აშშ-ის მხარდაჭერით, ასევე აქტიურად ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა და ხანძარსაწინააღმდეგო მმართველობის სისტემის დანერგვა.
მინისტრმა შეხვედრაზე მთვარობაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პროცესზე ისაუბრა. როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ორი სამინისტროს გაერთიანებით, რესურსების ეფექტიანი გადანაწილება მოხდა, რაც ხელს შეუწყობს დარგების მდგრად განვითარებას და გაზრდის სექტორში დახარჯული სახსრების უფრო მეტად ეფექტიან მართვას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დაგეგმილ სახელმწიფოს სტრატეგიის თანმიმდევრულ განხორციელების მნიშვნელობას.
ყურადღება გამახვილდა ამერიკის მთავრობის მიერ დაგეგმილი ახალი პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზღვრისპირა რეგიონებში მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის საგარეო დახმარებათა კოორდინატორმა, ჯენინ ვეინმა აღნიშნა, ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას და მთავრობის ინიციატივების განხორციელებაში დახმარებას.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას, ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში (USDA).
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 24 თებერვალს დასრულდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა