logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 დავით მათიკაშვილი: ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობა უკვე მიმდინარეობს
დავით მათიკაშვილი: ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობა უკვე მიმდინარეობს
16:17 21.02.2018
უმრავლესობის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბოლოოდ შეჯერდება მართველი გუნდის პოზიცია.

"სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, რომელიც 1959 წლიდან ფუნქციონირებს და 10 000 ზე მეტი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი, გაოგნებას ვერ მალავს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ჩვენი ქვეყნის იმ დროინდელ ხელისუფალთა მიერ ერთობლივად ჩადენილ უკანონობასთან დაკავშირებით. განაჩენიდან ვციტირებ გაოგნების მიზეზებს:
„ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ შეთანხმებული მოქმედება მოიცავდა ისეთ ქმედებებს, როგორიც იყო ხარვეზები როგორც შსს–ს მიერ, ასევე პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებებში; სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უკანონო გადაწყვეტილება ყველა განსასჯელის ერთ საკანში მოთავსებასთან დაკავშირებით; ასევე ხარვეზები სასამართლოს მიმდინარეობისას და პრეზიდენტ სააკაშვილის ”არაკეთილგონივრული შემწყნარებლობა“ მსჯავრდებულთა მიმართ, როდესაც 2008 წელს მან შეიწყალა ისინი და სასჯელი გაუნახევრა. 2009 წელს ოთხივე მსჯავრდებული ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.“

კოლეგებო, სხვა რა შეიძლება ეგულისხმა ევროსასამართლოს „არაკეთილგონივრული შემწყნარებლობის“ ქვეშ, გარდა იმისა, რომ იმ დროს მოქმედმა პრეზიდენტმა, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად. სააკაშვილმა, ცივსისხლიან დამნაშავეთა შეწყალებით დაასრულა განგრძობადი დანაშაულებრივი ქმედება, რომლის მიზანიც, როგორც ამას ევროსასამართლო აცხადებს, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა იყო.

გადაუჭარბებლად შემიძლია განვაცხადო რომ პირადად ჩემთვის სამარცხვინო იყო დამნაშავე ექს-პრეზიდენტის და ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის ერთ ხმაში გაჟღერებული რიტორიკა, თითქოს სააკაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით, თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულებელყო პრეზიდენტისთვის კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების დისკრეციული ინსტიტუტი. ნათელია, რომ სააკაშვილის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალება წარმოადგენდა დანაშაულის ჩადენის ინსტრუმენტს, რომლის უკან, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ, ისევე როგორც თბილისის საქალაქო სასამართლომ, მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელის შეშლა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ამოიკითხა.

ხსენებულმა სამწუხარო რეალობამ და მიღებულმა მწარე გამოცდილებამ კოლეგებო, დაგვარწმუნა იმაში, რომ საჭიროა პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის გამკაცრება იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოება, თვითოეული ჩვენი მოქალაქე იყოს დაცული. ჩვენ ვთვლით რომ სისხლის სამართლის კანონმდებლობაში საჭიროა შეიქმნას ახალი საკანონმდებლო სივრცე ან/და გამკაცრდეს უკვე არსებული რეგულაციები, რაც მოახდენს, უმაღლესი თანამდებობის პირთა მხრიდანაც, მათთვის ხალხის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების პრევენციას.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ ე.წ. „გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობა უკვე მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზედაც საბოლოოდ შეჯერდება ექსპერტებთან შეთანხმებული, მართველი გუნდის პოზიცია, რის შემდეგაც მოხდება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება საქართველოს პარლამენტში", - განაცხადა მათიკაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა