ავსტრიელი პოლიტიკოსი, პარლამენტის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე კარლჰაინც კოპფი ქართველი
დეპუტატების სოფიო კილაძისა და ანრი ოხანაშვილის ვიზიტის შემდეგ სოციალურ ქსელში საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.
„დღეს შევხვდი ქალბატონ სოფიო კილაძეს, საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დეპუტატს. მასთან ერთად აგრეთვე დეპუტატ ანრი ოხანაშვილს და საქართველოს საელჩოს საქმეთა მმართველ მაკა ბოჭორიშვილს. საქართველო ადგას პროევროპულ გზას, რასაც მოწმობს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით განხორციელებული მოცულობითი რეფორმები. ამის საპასუხო მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლია 28 მარტს. მე მთელი დამაჯერებლობითმახარს ვუჭერ საქართელოს მიერ არჩეულ გეზს ევროპისკენ“,- წერს ავსტრიელი დეპუტატი.

















