logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 აკაკი ზოიძე შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე: ვიღებთ დაბალანსებულ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უზრუნველყოფის ინტერესებს მოემსახურება
აკაკი ზოიძე შრომის უსაფრთხოების კანონპროექტზე: ვიღებთ დაბალანსებულ კანონმდებლობას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის უზრუნველყოფის ინტერესებს მოემსახურება
14:49 21.02.2018
„ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს“- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, შრომის უსაფრთხოების კანონპროექტის შეფასებისას განაცხადა.

აკაკი ზოიძის თქმით, შრომატევადი სამუშაო პროცესის შემდეგ, მნიშვნელოვან საკითხებზე კონსესუსი იქნა მიღწეული. კომიტეტის თავმჯდომარემ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს, დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილს და პროცესში მონაწილე ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომლებიც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მეტი გარანტიას უზრუნველყოფს.

„თქვენს ყურადღებას მივაპყრობ კანონპროექტს, რომელსაც მეორე მოსმენით, რამდენიმე დღის წინ მხარი დაუჭირა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა და რომელიც ეხება სწორედ უსაფრთხო შრომას, რომელიც არის შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი და თანმდევი პაკეტი და რომელიც იყო შედეგი საკმაოდ ხანგრძლივი, მაგრამ შრომატევადი პროცესისა, კონსესუსის აშენების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც გახლავთ საკანონმდებლო გარემოს შექმნა ამ ქვეყანაში, რომელიც ერთის მხრივ, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მეორეს მხრივ, ხელს უწყობს იმას, რომ ეს სამუშაო ადგილები იყოს უსაფრთხო და არ წარმოადგენდეს საფრთხეს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. აი ამ ოქროს შუალედზე შეჯერებას დასჭირდა ის დრო, რომელიც გავიდა პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის პრინციპებისთვის მხარის დაჭერის შემდგომ. ამ პროცესში მონაწილეობდა ყველა დაინტერესებული მხარე, დამსაქმებლები, დასაქმებულთა წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დაინტერესებული მოქალაქეთა ჯგუფებიც და ამას ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა ჩვენი კოლეგა დიმიტრი ცქიტიშვილი, რომელსაც, ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის, ისევე, როგორც ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს. მინდა, კოლეგებო, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომლებიც საჯარო სივრცეში გვესმის ერთი, მეორე ან მესამე მხრიდან, ჩვენ დღეს ვიღებთ მართლაც დაბალანსებულ კანონმდებლობას, დღეს და ხვალ ამ სხდომაზე, რომელიც მართლაც მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის ინტერესებს. მაგრამ, იმავდროულად, მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ შრომის ინსპექცია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი უსაფრთხოებისა, მაგრამ არ გახლავთ ერთადერთი და აუცილებელი იქნება მუშაობის გაგრძელება ახალი საკანონმდებლო ინიციატივების მიმართულებით, რომელიც კიდევ უფრო მეტ გარანტიას და მეტ მექანიზმს აამუშავებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში შეწყდეს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა, იმისთვის, რომ ჩვენ არ გვეღუპებოდეს ადამიანები თავიანთ სამუშაო ადგილებზე, იმ პროცესში, როდესაც თავიანთი ოჯახებისთვის სარჩო მიაქვთ. ამიტომ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინტერპარტიულიც და პარტიათაშორისი საზღვრების გარეშეც ვიმუშაოთ ყველამ ერთად ამ თემებზე, რაც ეხება, იგივე, ხელშეწყობის მექანიზმებს, რომ მეტი წახალისება ჰქონდეს ბიზნესს, რომ შრომის უსაფრთხოების ნორმები დაიცვან, სასამართლო პრაქტიკის გამკაცრება, მათ შორის, სისხლის სამართლის კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების ნორმების იგნორირების მიმართულებით და მთელი რიგი სხვა ინიციატივები, რომლებიც ევროპის საუკეთესო პრაქტიკას მოიცავს და ამ კუთხით, მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომელიც მან გააკეთა იმის თაობაზე, რომ პარლამენტი იქნება ღია პლატფორმა სამმხრივი დიალოგისთვის და არა მარტო სამმხრივი დიალოგისთვის, არამედ ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ მიმართულებით“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა