logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 რატი იონათამიშვილი: ქართული მრარლთმსაჯულება უმაღლეს დონეზეა შეფასებული
რატი იონათამიშვილი: ქართული მრარლთმსაჯულება უმაღლეს დონეზეა შეფასებული
14:35 21.02.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცახდებით, ქართული მრარლთმსაჯულება რვა კრიტერიუმის მიხედვით უმაღლეს დონეზეა შეფასებული.
მისივე თქმით, კანონის უზენაესობისადმი ერთგულების მხრივ, საქართველო რეგიონში ლიდერია.
"მეგობრებო, დღეს არის 21 თებერვალი ამ დღეს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია,რაც იყო თავისი დროის, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული დოკუმენტი და რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მსოფლიო კონსტიტუციალიზმის ისტორიში. მართალია პირველი ქართული კონსტიტუცია მხოლოდ სამი დღის განმავლობაში იყო ძალაში, ჩვენი ისტორიის ეს სამი დღე არის ღირსეული პერიოდი რომელმაც გაუსწრო თანამედროვე სამყაროს და ის ძირითადი ღირებულებები და პრინციპები რაც არის აღიარებული ამ ტექსტით, პროგრესული სამყაროსთვის არასდროს შეიცვლება. მინდა ყველას მოგილოცოთ ეს დღე და მეამაყება რომ თქვენთან ერთად ჩვენ ამ ისტორიას ღირსეულად ვაგრძელებთ. რადგან ჩვენ შევქმენით გარანტიები რომ სახელმწიფო ინსტიტუციები ძლიერდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, იყოს დამოუკიდებელი და პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ხალხის და სამართლიანობის სამსახურში. მაგრამ როგორც ჩანს ბევრს ჩვენს ქვეყანაში ეს ძალიან არ მოსწონს და არ უხარია. მაშინ როდესაც პრეზიდენტი და მისი თანამოაზრეები საუბრობენ სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაზე, მინდა ხელისუფლების კიდევ ერთი შტოს შესახებ, ახალი და სასიხარულო ინფორმაცია მოგაწოდოთ. კერძოდ მსოფლიო მართმსაჯულების პროექტის მიერ რომლის არსი ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური და ავტეროტიტეტური საერთაშორისო ორგანიზაცია. ქართული მრარლთმსაჯულება რვა კრიტერიუმის მიხედვით უმაღლეს დონეზეა შეფასებული. კანონის უზენაესობისადმი ერთგულების მხრივ, საქართველო რეგიონში არის ლიდერი და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის იკავებს პირველ ადგილს. ევროპის მაშტაბით კი მეოცე ადგილზეა. სულ ცოტახნისწინ ჩვენ ავღნიშნეთ მემკვიდრეობის ფონდის შედეგები დღეს კი ახალ წარმატებებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. არ დაგვავიწყდეს რომ ამ პროგრესს ჩვენ მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მივაღწიეთ. რაც არის უპრეცედენტო და ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების დამსსახურება. ჩემი ვალდებულებაა რომ საზოგადოებას მივაწოდო,სწორი და ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებით იმის ფონზე როცა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიდის, მიზანმიმართული და ბინძური კამპანიაა. რაც უნდა გვესმოდეს რომ არის მცდელობა არამარტო ჩვენი ხელისუფლების არამდე,სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებისა და ზიანის მიყენების. სასამართლოს დამუკიდებლობის ინდექსზე მნიშვნელოვნად არის დემოკრატიული პრინციპების, ღირებულებების და საინვენსტიციო გარემოს განვითარება. საქმე გვაქვს რასთან, ერთის მხრივ მსოფლიოს დამოუკიდებელი ექსპერტები და ავტორიტეტული ორგანიზაციები საუბრობენ იმ პროგრესზე და აღიარებენ იმ მიღწევებს რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია სასამართლო სისტემაში და მეორეს მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი მისი თანამოაზრეები და ის არასამთავრობო ორგანიზაციები რომელსაც თავისი კონკრეტული პოლიტიკური, დღის წესრიგი გააჩნიათ ცდილობენ ამ ფუნდამენტური სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციას. რომელი უფრო სანდო და ობიექტურია ამას დავინახავთ დარწმუნებული ვარ ყველაზე კარგად, ისევ ქართველი ხალხი შეაფასებს. თითოეულ ჩვენთაგანს უნდა გვესმოდეს რომ დამოუკიდებელი სასამართლო არ არის რომელიმე პოლიტიკური ძალის, პარტიის ან მოძრაობის საკუთრება. ის ჩვენი ხალხის საკუთრებაა და მისი დაკნინების მცდელობა, ადეკვატურად აისახება იმ ადამიანების პოლიტიკურ მომავალზე, ვისაც საკუთარი ამბიციების განხორციელება ურჩევნია, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და განვითარებას", - განაცხადა იონათამიშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა