პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მაუწყებლობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის
ვეტოს დასაძლევად კენჭისყრაში მონაწილეობას მმართველი გუნდის ნაწილი არ აპირებს.
ვეტოს დაძლევის მომხრე არაა არც უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია.
ქანთარიას განცხადებით, უმრავლესობაში მისი პოზიცია ყველასთვის ცნობილია, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარისთვის.
„მე ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მიმაჩნდა სწორად ნებისმიერ ეპოქაში და იმას გავაკეთებ ახლაც. უმრავლესობაში განვაცხადე და ყველამ იცის ამის შესახებ მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემაც, თუ ამ დროს სხვა ინტერესი ჰქონდა და სხვა რამეს უყურებდა, ეს მისი პროპლემაა“-განაცხადა ქანთარიამ.

















