logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ხატიძე: ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს
გიორგი ხატიძე: ვეტოს დაძლევა არ წარმოადგენს ჩვენს თვითმიზანს
12:21 21.02.2018
დეპუტატ გიორგი ხატიძის განცხადებით, ვეტოს დაძლევა მმართველი გუნდის თვითმიზანს არ წარმოადგენს. მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით მსჯელობა იყო და დღეს კენჭი ეყრება ვერსიას, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად წარედგინა.

"ჩვენ განვიხილეთ შენიშვნები, თუმცა ის არგუმენტები, რაც წარმოდგენილი იყო, არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ჩვენ განსხვავებულ პოზიციაზე შევჯერებულიყავით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ დინამიკაში ამ კანონს, როგორ იმუშავებს, როგორ მოხდება მისი აღსრულება და თუ დაკვირვების შემდგომ წარმოიშვა სურათი, რომ ის ცვლილებები, რაც იქნება მიღებული, გარკვეულწილად ნეგატიურად აისახება კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ, შემდგომ უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ და თუ საჭირო გახდა მართლზომიერად, ლეგიტიმურად შეგვიძლია გარკვეულ საკითხებს უფრო სიღრმისეულად მივუბრუნდეთ და შესაბამისად, გარკვეული ცვლილებები განვახორციელოთ. ერთია თავად კანონი, არა მარტო საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად, ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით და მეორე, ის აღსრულების და შესრულების მექანიზმები, რომელიც კანონს თან ახლავს. ამიტომ დინამიკაში აუცილებელია ამ კანონს დავაკვირდეთ როგორ სრულდება და თუ ამ ცვლილებებმა ნეგატიური ასახვა ჰპოვა კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ ტელევიზიებზე, ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხებს კიდევ მივუბრუნდეთ და გარკვეულწილად, შესაბამისი სავარაუდო ცვლილებები განვახორციელოთ", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტი სიღრმისეულად უნდა განიხილონ.


"ამ ეტაპზე რა სურათიც გვაქვს არის ის, რომ კანონპროექტი არის სიღრმისეულად განხილული, საკმაოდ სიღრმისეულად ვიმსჯელეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. კომერციული ტელევიზიების, საზოგადოებრივი სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით. დღეს წარმოდგენილი პროექტი რაც არის, არანაირად, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ არის მიმართული იქით, რომ რამე ნეგატიური ეფექტი მოახდინოს კომერციულ ტელევიზიებზე ან რეგიონულ მაუწყებელ კომპანიებზე. ეს ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი გაძლიერდეს. მაგრამ ბუნებრივი პროცესია ნებისმიერ კანონთან დაკავშირებით. აუცილებელია ყველაფერს დავაკვირდეთ დინამიკაში და თუ ისეთი სურათი დავინახეთ, რომ ამ ცვლილებებმა რამე სახით ნეგატიური ასახვა ჰპოვა, მაშინ ჩვენ შეგვიძლია მივუბრუნდეთ ამ საკითხს", - განაცხადა ხატიძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა