logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში დღეს სხდომა გაიმართა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში დღეს სხდომა გაიმართა
18:25 20.02.2018
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები განიხილეს.

საკითხი კომიტეტის წევრებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გააცნო. მისი ინფორმაციით, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან და საკანონმდებლო ბაზასთან ეტაპობრივ დაახლოებას საჭიროებს. ეს პროცესი კი, მისივე შეფასებით, ბევრ ნიუანს მოიცავს, რადგან არ არსებობს ფორმალიზებული და გაწერილი პრაქტიკა თუ როგორ უნდა განხორციელდეს ევროკავშირის რეგულაციების, დირექტივების და რეკომენდაციების კანონმდებლობაში ასახვა.

„ჩვენ გავეცანით საერთაშორისო პრაქტიკას და იმ ქვეყნების გამოცდილებას, რომლებმაც არა მარტო გაიარეს ასოცირების პროცესი, არამედ დღეს უკვე ევროკავშირის წევრები არიან. შესაბამისად, კომიტეტმა მოამზადა პროექტი, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ცვლილებები კი კანონპროექტის განმარტებითი ბარათის გარკვეული ფორმულირებების დაზუსტებას და შესაბამისი ცხრილის დამატებას ითვალისწინებს“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, სხდომაზე დისკუსია გაიმართა. კომიტეტის წევრებმა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მომხსენებლისგან დამატებითი განმარტებები მოისმინეს. კანონპროექტის განხილვისას კომიტეტის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ განმარტებითი ბარათის ახალმა ფორმულირებებმა შესაძლოა კანონპროექტების ინიციატორებს, მისი მომზადების პროცესში გარკვეული სირთულეები შეექმნათ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, ინიციატივა მხარდასაჭერია, თუმცა იგი გარკვეულ კითხვებს აჩენს. „როგორც სავალდებულო კომიტეტმა, სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს და კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადავცეთ“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა