logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს
17:05 20.02.2018
თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ანგარიში, დახურულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამსახურის უფროსმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„პარლამენტში საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა. დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და როგორ ფიქრობთ, მთავარი საფრთხე საიდან მოდის?!“, - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით კომიტეტები სახელმწიფო სამსახურების საქმიანობას ეცნობიან და ეს პირველ რიგში, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ.

„ჩვენ, დეპუტატებს, რომლებიც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამომწურავი ინფორმაცია გვჭირდება საგარეო საფრთხეებზე, რისკებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. დაზვერვის სამსახურიდან დღეს მოვისმინეთ ზოგადი ინფორმაცია საგარეო საფრთხეებზე და რისკებზე. ჩვენ შემდგომში, იმ თემატიკიდან გამომდინარე რაც დეპუტატებს აინტერესებთ, გავაგრძელებთ უკვე კონკრეტულად თითოეული თემის ჩაშლას და სიღრმეებში გაანალიზებას საფრთხეებთან და რისკებთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია, რათა საგარეო საფრთხეების განსაზღვრისას დეპუტატები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი. დაზვერვის სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ბევრი რეფორმა განხორციელდა ამ ბოლო პერიოდში და ჩვენ ამ შედეგებს ვიყენებთ და ვსარგებლობთ. ვფიქრობთ, რომ მომავალშიც მსგავსი შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საინფორმაციო ბრიფინგის დასრულების შემდეგ კომიტეტებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიც განიხილეს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილედ ემზარ კვიციანი აირჩია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კი, უმრავლესობაში კვოტების გადანაწილების გამო, თავმჯდომარის მოადგილედ კობა კობალაძის კანდიდატურას მეორედ დაუჭირეს მხარი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამხედრო ძალების რეზერვის საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა კომიტეტის წევრებს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მუხლობრივად გააცნო და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საკითხის პირველი მოსმენის დროს, კომიტეტის მხრიდან იქნა დაყენებული. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა