პრეზიდენტი მიხეილ სააკაშილი პარლამენტში გამოსვლისას ყურადღებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გაამახვილებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განუცხადა.
"უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტი ყოველწლიური ანგარიშის დროს ახალ ინიციატივებს აჟღერებს და დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე იქნება. ასევე, გამოსვლის ძირითადი თემები იქნება - სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვის სფერო, უსაფრთხოების საკითხები, ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების კიდევ უფრო გაღმავება და სამუშაო ადგილების შექმნა", – განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისი ინფორმაციით, ხვალ, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ გეგმებსაც წარმოადგენს, თუ როგორ და რომელ სფეროებში უნდა მოხდეს სამუშაო ადგილების შექმნა.
მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით პარლამენტში ხვალ 20:00 საათზე წარსდგება. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება.

















