logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის მიმართულებით უწყების მიერ გაწეული სამუშაოები მიმოიხილა
მიხეილ ჯანელიძემ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის მიმართულებით უწყების მიერ გაწეული სამუშაოები მიმოიხილა
18:21 19.02.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ხელისუფლების მიზანი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის შემდგომ კონსოლიდაციაზე ქმედებების გაძლიერებაა.

ამის შესახებ ჯანელიძემ პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი მიზანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის შემდგომ კონსოლიდაციაზე ქმედებების გაძლიერება, რადგან აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და პარტნიორების წნეხის გაზრდა რუსეთზე, რათა მან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები“ - განაცხადა ჯანელიძემ.


საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიმოიხილა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის მიმართულებით უწყების მხრიდან გასულ წელს გაწეული სამუშაოები და მიღწეული უპრეცედენტო შედეგები, ასევე ისაუბრა ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზე.

მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, მისი განცხადებით საქართველო განაგრძობს კონსტრუქციულ მონაწილეობას და ცდილობს წინსვლის მიღწევას მოლაპარაკებით გათვალისწინებულ ძირითად საკითხებზე: „ვცდილობთ, რომ ძირითად საკითხებზე, რაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, სამწუხაროდ უკვე ათი წელია შედეგის გარეშე განიხილება, გვქონდეს გარკვეული წინსვლა. წავიწიეთ წინ ძალის არგამოყენების განცხადებასთან დაკავშირებით, რომელზე მუშაობა მიმდინარეობს, თუ არ ვცდები, ბოლო 6 წელია. ჩვენი მიზანია შევძლოთ ისეთი განცხადების მიღება, რომელიც საშუალებას მოგვცემს გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესასრულებლად, რომელიც რა თქმა უნდა პირველ რიგში უკავშირდება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას და შესაბამისად ძალის არგამოყენების ვალდებულების შესრულებას. რა თქმა უნდა იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვა, მათი დაბრუნება და შესაბამისი პირობების შექმნა ასევე რჩება უმნიშვნელოვანეს საკითხად. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები პირველივე რაუნდიდანვე მოქმედებს სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ჩვენ აქტიურად ვაყენებთ საკითხს, ამ ფორმატის მაღალ დონეზე გამართვის შესახებ, მათ შორის პლენარულ ფორმატში გამართვის“ - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით წარმატებით მიმდინარეობს არაღიარების პოლიტიკა და ქართული მხარე ცდილობს აღკვეთოს რუსეთის ნებისმიერი მცდელობა კერძო კავშირების მეშვეობით ხელი შუწყოს სეპარატისტული რეჟიმების უკანონო გადაადგილებას. „დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის მტკიცედ დაცული და ,აღიარებული, ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ რუსეთის მცდელობები, კერძო კავშირების მეშვეობით ხელი შეუწყოს აღიარებებს, არ იყოს წარმატებული და გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას“ - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ნაბიჯებს დგამს შერიგების პოლიტიკის განსახორციელებლად, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინაპირობა შემდგომი წარმატებებისთვის.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა