logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა
მიხეილ ჯანელიძემ დიასპორის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა
17:20 19.02.2018
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პროგრამა, რომელიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდა, მაქსიმალურად გამოხატავს და ითვალისწინებს ყველას ხედვას და ინტერესს.
ამის შესახებ ჯანელიძემ საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„2017 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით. წელს ჩვენ პირველად შევიმუშავეთ კომპლექსური სტრატეგია დიასპორის პოლიტიკის მიმართულებით. პროგრამა, რომელიც პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდა, მაქსიმალურად გამოხატავს და ითვალისწინებს ყველას ხედვას და ინტერესს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს აღნიშნული სტრატეგიის შესაბამისი კონკრეტული პროექტები განსაზღვრული ბიუჯეტით და ჩვენი პრიორიტეტია მათი განხორციელება“- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ,

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ერთ-ერთ პრიორიტეტად ქართული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოს აღმშენებლობის პროცესებში ჩართულობის უზრუნველყოფა და მეტი შეხების წერტილების შესაძლებლობის შექმნა დაასახელა: „ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ქართველი საზღვარგარეთ. მათ აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა საქართველოში მიმდინარე პროცესებში. წელს ჩვენი მიზანია გამოვძებნოთ ისეთი პროექტები და შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ სურვილის - დაეხმარონ სამშობლოს და მიიღონ მონაწილოება ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო პროცესებში“, აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.


მიხეილ ჯანელიძის განცხადებით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლების და მეცნიერების; შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისა და კულტურისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად კონკრეტული პროექტების განხორცილებაზე.


მიხეილ ჯანელიძის თქმით, დიასპორის ჩართულობას ასევე ხელს შეუწყობს დიასპორის წარმომადგენლებისთვის შექმნილი ახალი კომფორტული ონლაინ აპლიკაცია. აპლიკაციის საშუალებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები მარტივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი და განხორციელებული პროგრამების, საქართველოში მიმდინარე პროცესების, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ჯანდაცვის, სოციალური უფლებების, იურიდიული მომსახურების და სხვა სერვისების შესახებ.


პარლამენტის წევრებთან მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა ორმაგი მოქალაქეობის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა რომ: „პარლამენტის ინიციატივით და საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებით, იქნა მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწვეტილება აისახოს უკვე საკანონმდებლო დონეზე და ყველა რისკების გათვალისწინებით მოხდეს მისი ამოქმედება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად არის ჩართული ამ პროცესში და გააგრძელებს ამ მიმართულებით აქტიურობას“, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.


ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. შეხვედრა საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინიციატივით განხორციელდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა