logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ
ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს, შევინარჩუნოთ
15:58 19.02.2018
„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც ევროკავშირთან ურთიერთობაში გვაქვს - შევინარჩუნოთ და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება“- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვას ე.წ. შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის პრივილეგიასთან ერთად, პასუხისმგებლობაა და ეს როგორც ხელისუფლებამ, ასევე, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მთავარია, პრევენციული ზომები პრობლემის გაჩენამდე იქნას მიღებული.

„ჩვენ, თავის დროზე, როცა მოგვენიჭა ვიზალიბერალიზაცია, განვაცხადეთ, რომ ეს იყო არა მხოლოდ პრივილეგია საქართველოსთვის, არამედ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა უნდა გავაცნობიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ხელისუფლებამ, ასევე, თითოეულმა მოქალაქემ, რომლებიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ეს პასუხისმგებლობა ხელისუფლებას გვაქვს გაცნობიერებული. ჩვენთვის მთავარია, რომ პრევენციული ზომები მივიღოთ იქამდე, ვიდრე პრობლემა გაჩნდება. ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ. მთავრობამ მოიწვია შეკრება იმისთვის, რომ პრევენციული ზომები იყოს მიღებული და დაისახოს გეგმები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, თუმცა მუშაობა უნდა გაგრძელდეს . ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან ურთიერთობაში, შევინარჩუნოთ და ამისათვის, გაკეთდება ყველაფერი. თუმცა, გავიმეორებ კიდევ ერთხელ, რომ ამაში თითოეულმა მოქალაქემ უნდა შეგვიწყოს ხელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მთავრობასთან კონსულტაციები გაგრძელდება და კონკრეტული გადაწყვეტილება ამის საფუძველზე იქნება მიღებული.

„ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსულტაციები მთავრობასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც იქნება საჭირო პრევენციისთვის, ყველაფერი გაკეთდება. სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება შევიდეს ცვლილებები, თუნდაც სისხლის სამართლებრივი მიმართულებით. კონკრეტულად, რა შეიძლება იყოს ეს, დაკონკრეტება ამ ეტაპზე რთულია. ჩვენ გვექნება კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა