logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შეგვიძლია პროკურატურას დამატებით დრო მივცეთ
ირაკლი კობახიძე: მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შეგვიძლია პროკურატურას დამატებით დრო მივცეთ
15:52 19.02.2018
„აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქმეს ახლა პროკურატურა იძიებს, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ აფგან მუხთარლის დაკითხვა შეუძლებელია, გამოძიების პროცესში პროკურატურას გარკვეული სირთულეები აქვს.
„თავის დროზე აღვნიშნეთ, რომ არ გამოვრიცხავდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. მუხთარლის საქმე ჩვენთვის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმე. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, კითხვები ძალიან ხშირად ისმება, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. ესეც რომ არ იყოს, ბუნებრივია, ჩვენთვის არის, მნიშვნელოვანი, რომ გაირკვეს ბოლომდე, თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ამ მიმართულებით არის განსაკუთრებით დაინტერესებული. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამას სჭირდება აწონ-დაწონვა. ვიცით, რომ მოთხოვნა იყო, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროდან პროკურატურაში გადასულიყო, რაც გაკეთდა და ახლა პროკურატურა იძიებს საქმეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება, მივცეთ დამატებით დრო პროკურატურას იმისათვის, რომ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. პროკურატურას აქვს, ბუნებრივია, თავისი სირთულეები ამ საქმის გამოძიების დროს, მათ შორის იმის გამო, რომ შეუძლებელია მუხთარლის დაკითხვა, გამოკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით, რაც ართულებს, ბუნებრივია, საქმის გამოძიებას. ჩვენ შეგვიძლია, ჯერჯერობით, პროკურატურას მივცეთ დრო იმისთვის, რომ დამატებით გამოიძიოს საქმე. თუმცა, რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს დღის წესრიგიდან, ზოგადად, მოხსნილი არ არის და ამ საკითხს შეგვიძლია მივუბრუნდეთ იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ გამოძიება შედეგს დროულად ვერ დებს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა