logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგია ექსპერტებმა მოიწონეს
ზაზა გაბუნია: მოხარული ვარ, რომ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, ჩვენ მიერ შემუშავებული სტრატეგია ექსპერტებმა მოიწონეს
11:08 19.02.2018
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში თანმიმდევრული და მდგრადი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისთვის კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა უნდა მოხდეს.

ამის შესახებ გაბუნიამ 16-17 თებერვალს, ბორჯომში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2018-2020 წლის სტრატეგიის განხილვა მრგვალი მაგიდის ფორმატში, პარლამენტარების, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ექსპერტების მონაწილეობით შედგა.

,,ჩვენი მიზანია, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად წარმართვა ქვეყანაში თანმიმდევრული და მდგრადი რეგიონული პოლიტიკის განხორციელებისთვის, თვითმმართველობის გაძლიერებისა და მისი ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობისათვის“- განაცხადა გაბუნიამ.


რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო 9-ე მოწვევის საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გრძელვადიანი სტრატეგია, სადაც წარმოდგენილია კომიტეტის ხედვა საქმიანობის მიზნების, ამოცანების შესახებ, ღონისძიებები საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციის განსახორციელებლად.

როგორც რეგიონული პოლიტიკის კომიტეტისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სტრატეგია აერთიანებს 4 მიზანს და 14 ამოცანას, რომელთა წარმატებით შესრულება უზრუნველყოფს კომიტეტის უფრო გამართულ და შედეგიან მუშაობას. კომიტეტისთვის, რომელიც ახორციელებს კანონშემოქმედებით პროცესს და განსაზღვრავს რეგიონული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი და შედეგზე ორიენტირებულ მმართველობის სისტემის დამკვიდრება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა კოჰეზიის პრინციპით მოქმედება, ანუ რეგიონებს შორის უთანასწორობის აღმოფხვრა, საქმიანობის გამჭვირვალობა და თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი ხარისხის მიღწევა; კომიტეტის საქმიანობა მნიშვნელოვანწილად მიმართული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩართულობით დეცენტრალიზაციის სახელმწიფო სტრატეგიის მომზადებაზე, რომლითაც განისაზღვრება განვითარების გრძელვადიანი გეგმა.

კომიტეტის სტრატეგიაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს ექსპერტებმა.

„მე, როგორ თვითმმართველობის ექსპერტი, სამუშაო შეხვედრამდე გავეცანი თქვენი კომიტეტის სტრატეგიას და მინდა გამოვხატო გულწრფელი აღფრთოვანება, რადგან მიმაჩნია, რომ გაქვთ ნამდვილად სწორი ხედვა რეგიონული პოლიტიკის განვითარების. რაც შეეხება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებას, ეს ჩვენ მოგვცემს მთლიანობაში თვითმმართველობის გაძლიერების და ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდას, მე გთავაზობთ თანამშრომლობას“ - განაცხადა რეგიონების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიზა სოფრომაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტის სამუშაო შეხვედრებში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა და კომიტეტის საქმიანობის ასეთი გამჭირვალობა, არის ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანი.

სამუშაო შეხვედრა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მატკავამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა როსებაშვილმა, კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა, თვითმმართველობის ექსპერტებმა: თამარ სართანია- (,,ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი“ NDI), ლიზა სოფრომაზე- (,,რეგიონის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი), კოტე კანდელაკი- (,,სამოქალაქო კულტურის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე), კოკა კიღურაძე -(მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი) და არჩილ თოდუა- (,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“).





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა