საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დღეს პარლამენტში მივა.
ჯანელიძეს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.
როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, დეპუტატებს საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ რესტრუქტურიზაციის შესახებ ექნებათ კითხვები.
„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გაკეთდა არაერთი განცხადება ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის მინისტრმაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. კორდინირებული მიდგომა არის ამის მიმართ, რა თქმა უნდა დაისმება ეს კითხვა. ასევე საუბარი გვექნება რამდენიმე თვის წინ სამინისტროში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის შესახებ“-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

















