logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით 54-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით 54-ე კონფერენციის ფარგლებში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
09:42 19.02.2018
პირველად მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება, თემატური პანელი - „ქართული პოლიტიკა და ლიტერატურა".

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანს გერმანულ საზოგადოებში საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლება და საქართველოს და ქართული კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.

მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. ღონისძება მიუნხენის კონფერნეციის ხელმღღვანელის მოადგილემ ბენებდიქტ ფრანკემ გახსნა. თემატურ პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და მწერლებმა ზურაბ წარუმიძემ, აკა მორჩილაძემ და ალექსანდრე კარტოზიამ.

„დღეს ჩვენ პირველად, მიუნხენის კონფერენციის თანაორგანიზებით და ხელშეწყობით, გავმართეთ ღონისძიება, რომელიც გახლდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენ, ქართველ მწერლებთან ერთად, გვესაუბრა საქართველოს როლზე არა მხოლოდ ისტორიულ ჭრილში, არამედ გვესაუბრა თანამედროვე საქართველოზე და მის როლზე ევროპულ პოლიტიკაში, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და ასევე ევროპულ კულტურაში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მსგავსი ღონისძიებებით კიდევ უფრო გავაღვივოთ გერმანულ საზოგადოებაში საქართველოსადმი ინტერესი, მოვემზადოთ ფრანქფურტის წიგნის ბაზრობისთვის, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება და მოვახდინოთ ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს უმნიშვნელოვანესია ჩვენი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

ვიცე-პრემიერმა მიუნხენში გამართული ღონისძიების ფარგლებში ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ არჩევანზე და აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ინტეგრაციის პროცესში: „ ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, ქართველ მოქალაქეებს მიეცათ უვიზოდ მოგზაურიბის შესაძლებლობა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში. ეს ყოველივე კიდევ უფრო თვასაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ საქართველო არის თავისუფალი ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ ვატარებთ უმნიშვნელოვანეს რეფორმებს და მოტივირებული ვართ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ვიდრე ჩვენგან ამას ითხოვს ასოცირების ხელშეკრულება” - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიუნხენის 54-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდი როტი, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ვიცე-პრეზიდენტი ტობიას ვოტი, კონფერეცნიის მონაწილეები, მასმედიის, ლიტერატურურლი წრეების და დიასპორის წარმოამდგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა