logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: იტალია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
18:44 17.02.2018
საქართველო რეგიონში იტალიის მნიშვნელოვანი პარტნიორია და იტალია აფასებს საქართველოს პროგრესსა და მიღწევებს. ამის შესახებ მიუნხენში საქართველოს ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის და იტალიის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს ანჯელინო ალფანოს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა.

მინისტრებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა ეუთო-ში იტალიის თავმჯდომარეობას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი აქტიურად დარჩება ორგანიზაციის დღის წესრიგში, ისევე როგორც გაძლიერდება ეუთო-ს ძალისხმევა ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.

იტალიის საგარეო უწყების ხელმღვანელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა იტალიის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პოლიტიკა და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესის ხელშეწყობა.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარმატებულ რეფორმებს და ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის მიმართ იტალიის მხარდაჭერას. ამ კონტექსტში მიხეილ ჯანელიძემ იტალიელ კოლეგას გააცნო საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი მიზნები, მათ შორის საგზაო რუკით დასახული ამოცანები, რაც ითვალისწინებს საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროპულ ნორმებთან, სტანდარტებთან.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის იტალიაში ვიზიტის დროს გამართულ ბიზნეს-ფორუმს და აღნიშნა ის პოზიტიური შედეგები, რაც ბიზნეს-ფორუმმა მოიტანა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და იტალიური კომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით. მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ტრადიციულად ბრწყინვალე ხალხთაშორისი ურთიერთობები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა