logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება
პრემიერი: ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება
17:43 17.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან მაღალ წერტილზეა, რაც გასაფრთხილებელია და ჩვენ კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ ამ მიმართულებით.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრები გვქონდა. აშშ-ის თავდაცვის მდივანთან საფუძვლიანად განვიხილეთ აშშ-თან ჩვენი დღევანდელი თანამშრომლობა. ბატონი მატისისგან მივიღეთ დაპირება, რომ ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ, ერთის მხრივ, ნატოს ძირითადი პაკეტის ფარგლებში და, მეორეს მხრივ, აშშ-თან გვაქვს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროგრამა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მადლობა გადავუხადეთ იმ უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისა და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში.
ასევე, გვქონდა სხვა შეხვედრები, მათ შორის ევროკომისართან, ბიზნესის წარმომადგენლებთან. უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები იყვნენ მოსული და გვქონდა ძალიან საინტერესო დისკუსია იმ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოშია, რომლებსაც ჩვენ მათ ვთავაზობთ. ინტერესი იყო ძალიან ძლიერი და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში საქართველოში არაერთი მათგანის ვიზიტი შედგება“-განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, დღეს საღამოს იმართება ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება, როგორც პოლიტიკაზე, ასევე, ეს იქნება გარკვეულად სასტარტო შეხვედრა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ჩვენი საპატიო სტუმრობის გახსნის თვალსაზრისით.

„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის და არა მხოლოდ მწერლობის ძალიან მნიშვნელოვანი წარმოჩენა.
ვფიქრობთ, ევროპაში საქართველოს შესახებ დღეს საერთო აზრია, რომ ჩვენი ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. ჩვენს ქვეყანაში დღემდე უკვე განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ნაბიჯები. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენი დღევანდელობით, ჩვენი პრობლემებით და უფრო მეტ მხარდაჭერას ვნახულობთ. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპული კომპანიების ეკონომიკური წარმომადგენლობაც გაცილებით უფრო მეტი იქნება მომავალში. ჩვენ ამას აუცილებლად დავინახავთ და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრები ამის კარგი მაგალითი იქნება.
აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციის, ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. საერთოდ, ჩვენი ოკუპაციის პრობლემა და რეგიონში არსებული მდგომარეობა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინის კონტექსტშიც, რა თქმა უნდა, დამაზიანებელია მთლიანად რეგიონში სტაბილურობისა და ამაზე ჩვენს ყველა მეგობართან ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ. ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს დღეს საქართველოს, არის სწორედ ამ საუბრების შედეგი და გამოხატულება საქართველოს საგარეო ვექტორისადმი მხარდაჭერის, სტაბილურობის ჩვენს რეგიონში და ა.შ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი მიუნხენის კონფერენცია გვაქვს წელს და, დარწმუნებული ვარ, ამ კონფერენციას ექნება ძალიან კონკრეტული პოზიტიური შედეგები საქართველოსთვის“-განაცხადა კვირიკაშვილმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა