logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო-აშშ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას გააგრძელებენ
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო-აშშ სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას გააგრძელებენ
17:32 17.02.2018
„ორივე მხარე ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო მყარი და ემსახურებოდეს, როგორც საქართველოს გაძლიერებას, თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას, ზოგადად ქვეყნის განვითარებას, ასევე ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2017 წელი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ისტორიაში განსაკუთრებულად წარმატებული იყო, რაც მინისტრის თქმით გამოიხატა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში გაღრმავებულ თანამშრომლობაში, შეთანხმებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ნატო-ს სამიტს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

„განხილულ იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, რუსეთის ქმედებები და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელიც გამოხატული იქნა გასული წლის განმავლობაში შესაბამისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით და შესაბამისი ქმედებებით. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით, რათა სტრატეგიული პარტნიორობა იყოს წარმატების მომტანი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის და ზოგადად რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა