logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე იაპონელ კოლეგას შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე იაპონელ კოლეგას შეხვდა
10:10 17.02.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ტარო კონოსთან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-იაპონიის ისტორიულ მეგობრობას და წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას.

იაპონიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას და ქართველ ხალხს მიულოცა ტოშინოჩინის იგივე ლევან გორგოძის გამარჯვება იაპონიის საიმპერატორო თასზე, აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის მოღვაწეობას ქვეყნებს შორისკულტურული და ხალხთაშორისი კავშირების გასაღრმავებლად.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა იაპონელ კოლეგას საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნის მხარდაჭერისთვის და აღინიშნა იაპონიის მთავრობის აქტიური ხელშეწყობა საქართველოს განვითარების სხვადასხვა პროცესში.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-იაპონიას შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის მაღალ პოტენციალს და მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ამ მიმართულებით ურთიერთობების განვითარებას. ორივემხარე მიესალმა ქვეყნებს შორის ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების მიმდინარეობას და იმედი გამოთქვეს, რომ მოლაპარაკების პროცესი ახლო მომავალში წარმატებით დასრულდება. ამასთან იაპონიის მხარემ გამოთქვა დაინტერესება ხელი შეუწყოს იაპონიის ბაზარზე ქართული პროდუქტის, მათ შორის ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება განავითარონ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა, ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა იაპონიის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო პროცედურების გამარტივების გადაწყვეტილებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში და ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის თბილისში დაფუძნება. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა იაპონიას, კერძოდ საერთაშორისო თანამშრომლობის ოფისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით აღჭურვისთვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მზარდ ეკონომიკური და სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღინიშნა იაპონური კომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესი.

მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. იაპონიის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში წარმატებულ თანამშრომლობას, მათ შორის აღინიშნა სუამი-იაპონიის ფორმატის ეფექტური ფუნქციონირება. მიხეილ ჯანელიძემ იაპონის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა