logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: მნიშვნელოვანია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით პირველად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
მიხეილ ჯანელიძე: მნიშვნელოვანია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით პირველად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
17:50 16.02.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით პირველად ისტორიაში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

მისივე თქმით, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის, ჩვენი როლის და კულტურული კავშირების წარმოჩენისთვის.

„აღსანიშნავია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით, პირველად ისტორიაში გაიმართება საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება. ეს ღონისძიება მიეძღვნება უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს როლს ევროპულ პოლიტიკაში და ჩვენს პროგრესს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ასევე ღონისძიების ფარგლებში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ვისაუბროთ საქართველოს, როგორც ევროპული კულტურის ნაწილზე, წარვუდგინოთ საქართველო გერმანულ საზოგადოებას და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებს როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციის, ჩვენი როლის და კულტურული კავშირების წარმოჩენისთვის" - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობის კომენტირებისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი აქვს. დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში და სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით ასევე გაიმართება შეხვედრა მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებთან, რაც მიხეილ ჯანელიძის შეფასებით კარგი შესაძლებლობაა საქართველოს პოტენციალის წარმოსაჩენად.

“პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა წარმოაჩინოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძვრები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის და საქართველოს როლი, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ჰაბი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მნიშვნელობას საერთაშორისო ბიზნესისთვის“ - განაცხადა მინისტრმა.

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, ასევე კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების სხვა წარმომადგენლებთან, წამყვანი საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა