logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მამუკა მდინარაძე: ვისურვებდი პარლამენტში საკამათოდ არგუმენტებით შეიარაღებულნი მოდიოდნენ და არა არაკორექტული გამონათქვამებით
მამუკა მდინარაძე: ვისურვებდი პარლამენტში საკამათოდ არგუმენტებით შეიარაღებულნი მოდიოდნენ და არა არაკორექტული გამონათქვამებით
16:21 16.02.2018
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში საკამათოდ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებული ადამიანები უნდა მიდიოდნენ და არა, არაკორექტული გამონათქვამებით.

აღნიშნულით მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა შეაფასა.

„ძალიან გულწრფელად ვისურვებდი, რომ როდესაც რომელიმე თემაზე საკამათოდ მოდიან ადამიანები პარლამენტში, ისინი მოვიდნენ კონკრეტული არგუმენტებით შეიარაღებულნი და არა ტელევიზიებისთვის განკუთვნილი მესიჯებით, არაკორექტული გამონათქვამებით და პიარ სტრატეგიებით“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით არგუმენტების წარმოდგენა მოითხოვა.

„როდესაც ვუყურებთ ამ პროცესს, ვხედავთ, რომ კონკრეტული არგუმენტები არ არსებობს და ადამიანები ცდილობენ, მხოლოდ პიარზე გამიზნული მესიჯები გაახმოვანონ, რათა საზოგადოების რაღაც ნაწილს მაინც დარჩეს შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მეორე მხარეს არგუმენტები არ არსებობს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ვეტოს დაძლევის ან გაზიარების შესახებ გადაწყვეტილებას, ფრაქციის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მსჯელობა გრძელდება და დღევანდელი შეხვედრაც ადასტურებდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარესა და საპარლამენტო უმრავლესობას არგუმენტების მოსმენა სურდა.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მყარი პოზიცია ჰქონდა უმრავლესობის ძალიან დიდ ნაწილს ამასთან დაკავშირებით და მივიღეთ კიდეც კანონი იმ ფორმით, როგორც არის მიღებული, ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას. დღევანდელი შეხვედრაც ამის გამოხატულება იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობის ძალიან დიდ ნაწილს გულწრფელად სურდა, მოგვესმინა არგუმენტები, მაგრამ როგორც ვხედავთ, საქმე იქით მიდის, რომ არგუმენტები არ არსებობს. როდესაც არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტები, მაშინ არ ხდება იმ ინიციატივების გაზიარება, რომელსაც ვერ ამყარებს არგუმენტების შესაბამისი საფუძველი“,- განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

დეპუტატი გამოეხმაურა ნინო ჯანგირაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დეპუტატებზე ზეწოლას ახდენს.

„არანაირი ინფორმაცია არ გადის მიმოწერებიდან. ეს არის მოგონილი ამბავი, რომელიც იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელზეც უკვე მოგახსენეთ და მოგონილი ამბების ნაწილია. რეალურად, მოვიდა დრო, რომ დავიჯეროთ, რომ ამ ქვეყანაში საპარლამენტო უმრავლესობა და პარლამენტარები არ იმართებიან ერთი მოწერილით და ერთი ადამიანის კონკრეტული ნებით. ჩვენთან არის მსჯელობა, თქვენ ხედავთ, რომ არცერთ თემასთან დაკავშირებით არ ვუმალავთ საზოგადოებას ცხარე კამათის შესახებაც კი, ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ მთლად კორექტულია ასეთი ამბების მოგონება“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თავისუფალი კენჭისყრის სტანდარტი შენარჩუნდება ვეტოს განხილვის დროსაც.

„როდესაც უმრავლესობაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის ეს სტანდარტია შენარჩუნებული. ასე ვუფრთხილდებით ჩენ ერთმანეთის თავისუფალი ნებას და მართლაც დროა, დავიჯეროთ, რომ ერთი ადამიანი არ არსებობს ამ ქვეყანაში, რომელიც მოუწოდებს, მაგალითად, საპარლამენტო უმრავლესობას, მოიქცნენ ისე, რომ ეს ქცევა რომელიმე მათგანის ნებასაც კი ეწინააღმდეგებოდეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნინო ჯანგირაშვილმა და თამთა მურადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარესთან მედიაორგანიზაციების შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა