ბათუმში ევროპის სახალხო პარტიის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში, სამუშაო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ესწრება.
სპეციალურად ამ შეხვედრისთვის საქართველოში იმყოფება ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტესიც.
კონფერენცია ევროინტეგრაციის პროცესის პერსპექტივებს, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებს და კანონის უზენაესობის საკითხებს, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებს, ევროკავშირთან ეკონომიკურ თანაშრომლობასა და ხალხთა შორის კავშირებს ეძღვნება.
მას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების - სომხეთისა და მოლდოვას წარმომადგენლებიც ესწრებიან.
სამუშაო სხდომის შემდეგ მონაწილეების ერთობლივი პრესკონფერენცია იგეგმება.

















