logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა
18:18 15.02.2018
შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი თანმხლებ პაკეტთან ერთად მეორე მოსმენით განიხილეს დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტის წარდგენამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და კომიტეტის პოზიცია დააფიქსირა.

„ჩვენ უპირობოდ ვუჭერთ მხარს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების ეფექტიანი და მდგრადი სისტემის სასწრაფოდ შექმნას. ეს კანონპროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ ამ კანონის მიღებით და შემდეგ მისი თუნდაც ძალიან კარგი აღსრულებით შევძლებთ შრომის უსაფრთხოების იდეალური სისტემის ჩამოყალიბებას ხვალიდანვე. მხოლოდ ის კანონპროექტი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ, ამისთვის საკმარისი არ არის. გარდა აღნიშნული კანონპროექტისა, არის მთელი რიგი მექანიზმები, რომელიც ჩვენი საერთო ძალისხმევით უნდა ამოქმედდეს. მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის ინიციატორიც, აქედანვე ვაცხადებ, იქნება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ. სამომავლოდ განსახორციელებელ ერთ-ერთ საკანონმდებლო ინიციატივად მან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონთან მიმართებაში განსახორციელებელი ცვლილებები დაასახელა. მისი თქმით, კომიტეტი იმუშავებს შესაბამისი ნორმის შექმნაზე, რათა ერთი მხრივ, გამოვლინდნენ ის ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის ცუდი ისტორია, მეორე მხრივ, წახალისდნენ და უპირატესობა მიეცეთ იმ ორგანიზაციებს, რომელთაც აქვთ შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უმწიკვლო და კარგი ისტორია. მისივე ინფორმაციით, ეს პრაქტიკა ბევრ ქვეყანაშია მიღებული.

„პარლამენტის ლეგიტიმური ინტერესია, შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ მეტი შემოსავალი, მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ინტერესია, ეს სამუშაო ადგილები არ უქმნიდეს საფრთხეს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. საკანონმდებლო გარემო, რომელსაც შევქმნით, ხელსაყრელი უნდა იყოს ორივე მნიშვნელოვანი ამოცანისთვის - სამუშაო ადგილების შექმნისა და, ამასთანავე, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის. სახელმწიფოს, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები მიმართული უნდა იყოს ერთ მხარეს - ადამიანის კეთილდღეობისაკენ“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტი გამოაცხადა ღია პლატფორმად. დისკუსიაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ როგორც სახელმწიფოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს, საერთაშორისო პარტნიორებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, სავაჭრო პალატებს, არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.

„ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მსჯელობაში, თუ რა უნდა გავაუმჯობესოთ, რათა შევქმნათ მრავალშვილიანი, რეალური და ეფექტური შრომის უსაფრთხოების სისტემა“, -აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შალვა თადუმაძის განმარტებით, კანონპროექტის ძირითადი პრინციპია სახელმწიფოს მიეცეს შესაძლებლობა, მონიტორინგი განახორციელოს მომატებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე. „შესაბამისად, სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, გარკვეული სანქციები გამოიყენოს იმ დაწესებულებების მიმართ, რომელშიც მიმდინარეობს მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოები“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

პარლამენტის წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შეჯერებული პრინციპები და ცალკეული საკითხები მიმოიხილა. მისი თქმით, ეს არის ქვეყნის განვითარების ისტორიული ეტაპი. მან გაიხსენა 2006-2007 წლები, როდესაც კანონში შეტანილი ნეგატიური ჩანაწერით შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების კუთხით გაუქმდა და მოიშალა ინსტიტუციური მექანიზმი.

კომიტეტის სხდომაზე ცალკეული მუხლების განხილვისას მოსაზრებები გამოთქვეს როგორც დეპუტატებმა, ასევე, პროფესიული კავშირის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.








FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა