logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ზაზა გაბუნია: „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი მას მხარს უჭერს
ზაზა გაბუნია: „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მნიშვნელოვანია და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი მას მხარს უჭერს
16:26 14.02.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტი კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარუდგინა.

მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის საჭიროებით.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიული პირს (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, შემდეგში - სააგენტო), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისთვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებების, ასევე შესაძლო შემოწირულობებისა და გრანტების ფარგლებში, ეკომიგრანტთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციისა და შესაბამისად საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით გრანტის გაცემის უფლებამოსილება ენიჭება.

გრიგოლ გიორგაძემ განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტის თანახმად, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში შედის ცვლილება, რომლის შესაბამისად, სსიპ - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო გრანტებს გასცემს

ü განათლების სფეროში სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად

ü სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად

ü სამეცნიერო გრანტების გაცემა

ü ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის

ü ახალგაზრდული და საზოგადოებრივი პროექტების დასაფინანსებლად

ü იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით

ü საარსებო წყაროებზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად

ü საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და ინოვაციების პოპულარიზაციისა და საერთაშორისო საზოგადოებაში მათი დამკვიდრების ხელშეწყობისთვის

ü საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისათვის განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და მდგრადი განვითარების სფეროებში, ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული კატასტროფების შედეგების აღმოფხვრაში დახმარების გაწევის მიზნით

ü სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფო ხელშემწყობი ღონისძიებების განსახორციელებლად

წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, სააგენტოს კანონმდებლობის საფუძველზე, მიეცემა საშუალება სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახთა (ეკომიგრანტთა) სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, გრანტები, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს.

წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით მომხსენებელმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და პოზიციები დააფიქსირეს.

„ცალსახად მისასალმებელი პოზიციაა, რომ უწყებას, რომელიც ორიენტირებულია დევნილთა საარსებო წყაროების უზრუნველყოფაზე, განსაკუთრებით, ეკომიგრანტებთან დაკავშირებით, ჰქონდეს მეტი უფლებები, რათა მოიზიდოს გრანტები, იმუშაოს დონორებთან და გასცეს აღნიშნული გრანტები. ეს არის სწორი და ჯანსაღი პოზიცია“,-განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ.

დისკუსია, წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ შეაჯამა. მან რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების პარალელურად, პროექტში რამდენიმე დამატებითი საკითხის ასახვის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მუხლში, სადაც ჩვენ სწავლასთან დაკავშირებული ხარჯებისა და დაფინანსებისათვის გრანტების გაცემის თაობაზე ვსაუბრობთ, სასურველია ჩაემატოს ჩანაწერი, მათ შორის, საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების საკითხების სწავლების მიმართულებით. როდესაც საუბარია სამეცნიერო გრანტების გაცემაზე, უნდა დაემატოს, გრანტის გაცემის შესაძლებლობა, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონების პრობლემების საკითხებზე სამეცნიერო-აკადემიური წოდების მოსაპოვებლად საზღვარგარეთის ქვეყნებში. სადაც საუბარია საარსებო წყაროებზე და მათი ხელმისაწვდომობის საკითხზე, იქ გონივრული იქნება ჩავწეროთ, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე საწარმოს შექმნის ხელშესაწყობადაც შეიძლება იქნეს ეს შესაძლებლობა გამოყენებული. ასევე იქვე, სადაც საუბარია განხორციელებულ რეფორმებზე და ინოვაციებზე, მაღალმთიან საწარმოებზეც შეიძლება საუბარი. იმიტომ, რომ უკვე გვაქვს 266 მაღალმთიანი საწარმო და იქ გრანტების კომპონენტის გაჩენა ამ პროცესის წასახალისებლად და გასაძლიერებლად იქნება დამატებითი პოტენციალი მაღალმთიანი რეგიონებისთვის.

ამიტომ, ვთვლი, ჩვენი კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, საყურადღებოა და ამ კომპონენტების მნიშვნელობის გათვალისწინებით, გონივრულია, თუ ჩვენ ამას ცვლილებების პარალელურად ავსახავთ“,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხს მახარი ერთხმად დაუჭირეს.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა