logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შვედეთის სამეფოს ელჩს შეხვდა
16:25 14.02.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარტინა ქვიქთან შეხვედრა გამართა.
დიმიტრი ცქიტიშვილმა და მარტინა ქვიქმა ისაუბრეს მეგობრობის ჯგუფების ფორმატში საქართველოსა და შვედეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რომელიც შვედეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე. მხარეებმა განიხილეს, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხები.



„ძირითადად, ჩვენი სუბარი მეგობრობის ჯგუფების ფორმატში საქართველოსა და შვედეთის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. რამდენიმე ძირითადი მიმართულება გამოვყავით, რომელზეც უფრო მიზანმიმართულად ვიმუშავებთ. ერთი მხრივ, ეს არის გარემოს დაცვითი საკითხები, სადაც შესაბამისი კომიტეტი ჩაერთვება უშუალოდ, მეორე მიმართულებაა გენდერულ საბჭოსთან თანამშრომლობა და ვფიქრობთ, რომ რამდენიმე საკითხზე უფრო ინტენსიურად ვიმუშაოთ და მესამე მიმართულებაა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და შვედეთის პარლამენტის აპარატს შორის თანამშრომლების გაღრმავება საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.



მოგეხსენებათ, შვედეთი ძალიან აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე რეფორმების საკითხებში და შესაბამისად ვისაუბრეთ, ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებზეც“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა