logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება
ირაკლი კობახიძე: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა კვირის ბოლოს გაიმართება
15:05 14.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება.
ირაკლი კობახიძის თქმით, სწორედ ამ განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას იმის შესახებ, დაძლევს თუ არა პრეზიდენტის ვეტოს.



„როგორც მოგეხსენებათ, ორი კვირის წინ მქონდა შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მე მათ დავპირდი, რომ გაიმართებოდა კიდევ ერთი შეხვედრა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წარმომადგენელთა მონაწილეობით და ეს პირობა, რა თქმა უნდა, შესრულდება. ჩვენ, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლოს გავმართავთ ასეთ შეხვედრას, სადაც კიდევ ერთხელ ვთხოვთ ორივე მხარეს, რომ წარმოადგინონ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით და ამ არგუმენტების განხილვის საფუძველზე მიიღებს პარლამენტი საბოლოო გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, დაძლევს თუ არ დაძლევს ვეტოს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია.

„კოლეგების მიმართ ასეთი განცხადებების გაკეთება არასწორია. ეს ცალსახად შეიძლება ითქვას, თუმცა, რაც შეეხება, კიდევ ერთხელ, პარლამენტის გუნდში, შიგნით არსებულ მოსაზრებებს, არის აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმსჯელებთ ყველასთან ერთად და ამის საფუძველზე მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებას ვეტოსთან დაკავშირებით“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა