logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდა
14:00 14.02.2018
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს არმენ აშოტიანს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერებასა და ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე და საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრეს.

„მეზობელ ქვეყნებთან მნიშვნელოვანია ურთიერთობების გაღრმავება. სომხეთის პარლამენტთან ჩვენ კარგი თანამშრომლობა გვაქვს, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყანასთან ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. კოლეგები დაინტერესებული არიან ასოცირების შეთანხმების განხორციელების და ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესით. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას ახლახან მოაწერა ხელი, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან სექტორულ დაახლოებას ითვალისწინებს, მათთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის გამოცდილების გაზიარება“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეხვედრაზე სტუმარი საპარლამენტო სტრუქტურებს შორის, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებს შორის კოორდინაციის საკითხებით და საპარლამენტო ზედამხედველობის პროცესში საზოგადოების ჩართულობით დაინტერესდა.

ხაზი გაესვა იმასაც, რომ სომხეთმაც ისევე, როგორც საქართველომ საკონსტიტუციო რეფორმის გზა გაიარა. ორი ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებს შორის ამ მიმართულებითაც მოხდა გამოცდილების გაზიარება.

„ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია დემოკრატიული და საპარლამენტო საზოგადოებების აშენებისთვის. სომხეთი აქტიურად ახდენს ახალი კონსტიტუციის იმპლემენტაციას. რამდენიმე კვირაში ჩვენ გადავდივართ სრულად ფუნქციონირებად საპარლამენტო რესპუბლიკის სისტემაზე. ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური გამოცდილება საინტერესო და მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რომელიც ასევე ახორციელებს საკონსტიტუციო რეფორმას. ჩვენ ძალიან ვართ დაინტერესებული საქართველოს პარლამენტის გამოცდილებით ევროპული ინტეგრაციის გზაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის, საზოგადოებრივი ჩართულობისა და საპარლამენტო დიპლომატიის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, რათა მეტი შევიტყოთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების შესახებ“, - განაცხადა არმენ აშოტიანმა.

მან მადლიერება გამოხატა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას მიმართ, რომელიც მისივე თქმით, ყოველთვის მზადაა სომხეთს ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პარლამენტის გამოცდილება გაუზიაროს.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა