საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოზე მიღებული რეზოლუციები, მათ შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია, აუცილებლად შედეგის მომტანი იქნება.
„ნუ ველოდებით, იმას, რომ რუსეთი ხვალიდან შეუშვებს საერთაშორისო დამკვირვებლებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან დასამალი ჯერ კიდევ ბევრი აქვთ“ - განაცხადა ვაშაძემ.
ვაშაძის განცხადებით, კრიტიკული მასა გროვდება და თუ აღნიშნულ რეზოლუციებს მყისიერი შედეგი არ ექნება, სამომავლოდ ისინი შედეგს აუცილებლად მოიტანენ.
როგორც ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გუშინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია პოლიტიკური სიგნალია და მას სწორედ ეს ღირებულება აქვს.
„ეს არ არის ოფიციალური ეუთოს პოზიცია, არამედ პარლამენტართა ჯგუფის პოზიციაა და ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გავაანალიზებთ“ - განაცხადა ძანიერიმ.

















