logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
09:41 14.02.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბოსნია- ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ცრნადაკს შეხვდა.

მინისტრების შეხვედრა ქუვეითში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების კონტექსტში მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული თანამშრომლობა და აღნიშნეს ორივე ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

ბოსნია-ჰერცეგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა.

მხარეები მიესალმნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაგეგმილ ვიზიტს. იგორ ცრნადაკმა მზადყოფნა გამოთქვა უმასპინძლოს ქართველ კოლეგას, რა დროსაც განხილულ იქნება ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი 12-13 თებერვალს ქუვეითში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში და შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

მინისტრმა ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა ქუვეითის პრემიერ მინისტრთან შეიხ ჯაბერ ალ მუბარაქ ალ ჰამედ ალ საბაჰთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა