logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პარლამენტების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
16:31 13.02.2018
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა და აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ფუად მურადოვმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
დოკუმენტი მხარეებს შორის ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში დაგროვილი გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაცვლას, სამომავლო თანამშრომლობას, ორმხრივი პროექტების მომზადებასა და განხორციელებას ისახავს მიზნად.
შეთანხმების გაფორმებამდე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგებს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სტრატეგია, ამოცანები და სამოქმედო გეგმა გააცნო, ასევე ქართული სპორტისა და ზოგადად სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დელეგაციის წევრებმა სრული მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აზერბაიჯანის პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ფუად მურადოვმა ქართველ კოლეგებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარება აღუთქვა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების საფეხბურთო გუნდები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივაზე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი და ქართველი დეპუტატები, ასევე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა