logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, ევროპარლამენტის წევრს და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრს შეხვდა
მიხეილ ჯანელიძე “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, ევროპარლამენტის წევრს და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრს შეხვდა
21:07 12.02.2018
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე “ევრონესტის” საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეებს, ევროპარლამენტის წევრს, რებეკა ჰარმს და მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის წევრს, მარიან ლუპუს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები. მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტარს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერისათვის. აღინიშნა ევროპარლამენტის როლი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ხაზი გაესვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მხარდამჭერ რეზოლუციას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზებზე. ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე მზაობას, რომ სრულად გამოიყენოს და აითვისოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა მექანიზმი და არსებული პოტენციალი, და ასევე დასახოს ახალი შესაძლებლობები.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა სტრატეგიული კომუნიკაციისა და ანტი-დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის დამყარებული წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელების საჭიროებას.

მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის მოკლევადიანი ვიზიტებისათვის უვიზო რეჟიმის ეფექტურ იმპლემენტაციას და ხაზი გაუსვეს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის მდგრადობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ესწრებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა