logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დავით დონდუამ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
დავით დონდუამ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა
21:01 12.02.2018
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განვითარებული მოვლენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ბოლოდროინდელ ნაბიჯებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო ფორმირებების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანების შესახებ, აგრეთვე ე.წ. საბაჟო პუნქტების გახსნას სოხუმსა და ახალგორში. აღინიშნა, რომ ეს უკანასკნელი, საოკუპაციო ხაზზე სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფონზე, კიდევ უფრო ზღუდავს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და იწვევს მათ სოციალურ იზოლაციას.

განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ქართველების მიმართ ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვა და სხვა ფუნდამენტური უფლებების შელახვა ეთნიკური ნიშნით. დავით დონდუამ ხაზი გაუსვა ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართულად განადგურებას, ამ კონტექსტში აღნიშნა სოფელ ერედვში განვითარებული მოვლენები და ოკუპირებულ რეგიონებში კერძო საკუთრების უფლების დაცვის აუცილებლობა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობა. მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს გააცნო ბოლო რაუნდების განმავლობაში შექმნილი დინამიკა და განხილული საკითხები.

შეხვედრისას ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ევროპის საბჭოს აქტიური ჩართულობისთვის საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა