logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროპარლამენტის წევრები: საქართველო დემოკრატიის მხრივ ლიდერი ქვეყანაა რეგიონში
ევროპარლამენტის წევრები: საქართველო დემოკრატიის მხრივ ლიდერი ქვეყანაა რეგიონში
17:44 12.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის წევრებსა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნულ დელეგაციათა ხელმძღვანელებს შეხვდა.

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ ევროპარლამენტის მიერ მხარდამჭერი რეზოლუციის შემუშავებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საქართველოს დასავლური მისწრაფებებისა და ამ კუთხით მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართველი ერის ნება და ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია, რაც მკაფიოდ აისახა კონსტიტუციასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ მიღებულ საპარლამენტო რეზოლუციაში.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოებას უკვე მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასა და ვიზა ლიბერალიზაციას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო, რაც მისი შეფასებით, უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. ირაკლი კობახიძემ,ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესში პარლამენტის საზედამხედველო როლსა და მნიშვნელობაზე.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია ფასეულობებს ეფუძნება და ევროპელ მეგობრებს ამ პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპარლამენტარებმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელებმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის მიერ ღონისძიების ორგანიზებისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს. მათი განცხადებით, ევროკავშირში კარგად იციან, რომ საქართველო ევროპული ღირებულებებისა და დასავლური კურსის ერთგულია. ევროპარლამენტარების შეფასებით, საქართველო ლიდერი დემოკრატიული ქვეყანაა რეგიონში. სტუმრებმა საერთო მიზნების მიღწევისა და საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

„საქართველოს პარლამენტში ვმასპინძლობთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო მუშაობას. შედგა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციების ხელმძღვანელების და ევროპარლამენტარების ერთობლივი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატზე, გარკვეულწილად, შევაჯამეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და მისი შედეგებიც, იმიტომ, რომ ევრონესტის საპარლამენტი ასამბლეა სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ნაწილია და მისი საპარლამენტო განზომილებაა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აქვთ განსხვავებული ამბიცია, განსხვავებულად აქვთ დაფიქსირებული სურვილი, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრნი და ამ პროცესში ევროპარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს. ევროპარლამენტმა აღმოსავლეთ პატნიორობის სამიტის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია, რასაც მხარი დაუჭირა აქ მყოფმა ყველა ევროპარლამენტარმა და მათ ამისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადავუხადეთ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა