logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი ახალგაზრდებს აქტიურობისა და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს
პრემიერი ახალგაზრდებს აქტიურობისა და საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვისკენ მოუწოდებს
17:04 12.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებს მთავრობის მეთაურმა ფორუმის დაარსება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში ახალი ენერგია ძალიან მნიშვნელოვანია.
პრემიერის თქმით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოების შემადგენლობები საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, რაც კარგი ტენდენციაა.
„თქვენი ერთად ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის არის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანი, რომ ეს ახალი ენერგია შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში. სადაც არის ასეთი მოძრაობა და სადაც არის სიახლის შემოსვლა გაადვილებული, ასეთი სისტემა არის მხოლოდ და მხოლოდ გამართული. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ტენდენცია ჩამოყალიბდა ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე. ჩვენი საკრებულოების შემადგენლობა მნიშვნელოვნად გაახალგაზრდავდა. ეს არის ის ტენდენცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ჯანსაღ განვითარებაზე მიუთითებს, ვინაიდან, თქვენ ხართ, სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავალი. თქვენ ხართ ის სიახლე, რომელმაც უკეთესობისკენ უნდა შეცვალოს საქართველო“- მიმართა პრემიერმა ფორუმის მონაწილეებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ის, რაც ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს.
„მე, საერთოდ, ვფიქრობ რომ ახალი იდეებისადმი გახსნილობა არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენა და სწორი გზა. ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას სწრაფ განვითარებას, მოსახლეობას კი კეთილდღეობას მოუტანს. მე ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები არიან ჩართულნი ისეთ პროექტებში, როგორიცაა, მაგალითად „სტარტაპ-საქართველო“, სტარტაპ-კომპანიების დაფინანსება. ჩვენ შარშან დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამეწარმეო სულისკვეთება პირველ რიგში ახალგაზრდებმა აიტაცეს. დღეს უკვე გვყავს ძალიან წარმატებული, დამწყები ბიზნესმენები, რომლებმაც წარმატებული პროექტები ამ პროგრამის მეშვეობით დააფინანსეს. მე მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ იყოს აქტიური, არასოდეს მოერიდოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვას, ვინაიდან, სწორედ, ამ გახსნილობაში არის ჩვენი ქვეყნის განვითარების სწორი გასაღები. მინდა, მივესალმო საკრებულოს ინიციატივას, მიგულეთ მე და ჩვენი გუნდის თითოეული წევრი თქვენს მეგობრებად, ვისთანაც შეგიძლიათ ძალიან ღიად და გახსნილად ისაუბროთ ნებისმიერ საკითხზე. დიდი მადლობა და გილოცავთ დღევანდელ დღეს,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა