logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში შეხვედრები გამართა
გიორგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში და კონგრესში შეხვედრები გამართა
14:32 12.02.2018
საქართველოს პარლამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი გიორგი (გიგი) წერეთელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში იმყოფება. ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში გამართულ შეხვედრებზე, გიორგი წერეთელმა ეუთოს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, ტერორიზმის და მიგრაციის პრობლემებზე, უკრაინის კრიზისზე და სამხრეთ კავკასიის, კერძოდ მთიანი ყარაბაღის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპისა და ევრაზიის ბიუროს დირექტორის პირველი მოადგილე, ელიზაბეტ მილარდთან და აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში, ევროპულ საქმეთა დირექტორთან, ქეთრინ კროფტთან გამართულ დისკუსიებში, გიორგი წერეთელმა ყურადღება მოუგვარებელ კონფლიქტებზე, ადამიანის უფლებებზე, რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა. მანვე არსებული გამოწვევების დაძლევის კუთხით ამერიკის როლსა და მის კონტრიბუციაზე ისაუბრა. „1970 წლიდან მოყოლებული, შეერთებული შტატები ეუთოს მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი მხარდაჭერა განსაკუთრებულ ფაქტორს წარმოადგენს ორგანიზაციის ეფექტურად საქმიანობისთვის. ვაშინგტონში გამართული შეხვედრები ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ამერიკის ურთიერთთანამშრომლობას კიდევ უფრო მტკიცეს და შედეგიანს გახდის“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

ეუთოს სივრცეში არსებული საკითხები და საქართველოში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა საუბრის მთავარ თემას კონგრესში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სენატორებს როჯერ ვიკერს, ჯიმ ინჰოფს, ჯონ ბუზმანს, ბენ კარდინის და როი ბლანტს შეხვდა. გიორგი წერეთელმა შეხვედრები ასევე გამართა კონგრესმენებთან კრის სმიტთან, ალსი ჰასტინგთან, რობერტ ადეჰორტთან, რიჩარდ ჰატსონთან, ტედ პოსთან და რენდი ჰალდგრინთან.

დემოკრატიის და საარჩევნო სისტემების გაუმჯობესების საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გიორგი წერეთლის და საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრა. ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, რელიგიის თავისუფლების საკითხებში ამერიკის საგანგებო ელჩს, სემ ბრაუნბერგს და რელიგიის და ადამიანის უფლებების საკითხებში ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალურ წარმომადგენელსაც შეხვდა.

ვაშინგტონში ვიზიტისას, გიორგი წერეთელი ამერიკის შეერთბებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელით გამართულ ტრადიციულ საუზმეს დაესწრო.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა