logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა
ზაზა გაბუნია ჟურნალისტებს შეხვდა
11:36 12.02.2018
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები განიხილეს.

კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ნორვეგიის თვითმმართველობის ასოციაციის 2015-2018 წლების თანამშრომლობის ფარგლებში, კახეთში გაიმართა, მედიის წარმომადგენლებმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარისაგან, რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე, პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს როლზე და სამომავლო გეგმებზე არაფორმალურ გარემოში მიიღეს ინფორმაცია.

"პარლამენტისთვის, რომელიც კანონშემოქმედებით პროცესს ახორციელებს და სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს, მნიშვნელოვანია მედიასთან მჭიდრო კომუნიკაცია. მედიას ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა სიახლეები და გეგმები, რომელიც სახელმწიფოს რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით აქვს, საზოგადოებამდე მიიტანოს“,-განაცხადა შეხვედრაზე ზაზა გაბუნიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ თვითმმართველობის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, რეგიონების განვითარების პოლიტიკაზე და თვითმმართველობის საკითხებზე ისაუბრა.

"რეგიონების განვითარების ჩვენი ხედვა პასუხობს ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის (რეგიონებს შორის უთანაბრობის შემცირება) გამოცდილებას. როდესაც გლობალურად რეგიონულ პოლიტიკაზე ვსაუბრობთ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ რეგიონები ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დედაქალაქი. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ეს გულისხმობს ბევრ რამეს, მათ შორის ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციას, ადგილზე არსებული პოტენციალის შესწავლას, გამოყენებას და ეკონომიკური განვითარების წინაპირობად ქცევას. განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს მაღალმთიანი რეგიონების და იქ მცხოვრები მოქალაქეების მიმართ. არსებობს უკვე 266 საწარმო მაღალმთიანი რეგიონის სტატუსით და რაც მთავარია არსებობს ძალიან პოზიტიური ტენდენცია შიდა მიგრაციის პროცესის შედეგად, მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დაბრუნების. განსაკუთრებით მაღალმთიან აჭარაშია ეს სასიხარულო ტენდენცია შესამჩნევი. ვიწყებთ დეცენტრალიზაციის ძალიან ეფექტური სტრატეგიის და სასარგებლო რეფორმის განხორციელებას, ჩვენი მიზანია გავატაროთ ეფექტური რეფორმ, რომელიც პირველ რიგში ფისკალურ დეცენტრალიზაციას გულისხმობს ჩვენი ამოცანაა ამ თვალსაზრისით მივუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს“ -განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მანვე, მედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია თვითმმართველობის როლის ზრდაზე, რეგიონებში დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის განვითარებისა და პროფესიული განათლების სტრატეგიაზე, რომელიც ზაზა გაბუნიას თქმით, რეგიონული დაფარვის ვალდებულებას მოიცავს.

რეგიონების განვითარების და მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ მიმართულებით, ხელისუფლების მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს შეეხო რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ამ მიმართულებით, მედიასთან კომუნიკაციის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებს კომიტეტის სამომავლო გეგმები გააცნო და საკომიტეტო ფორმატში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა დააანონსა.

"მინდა აღვნიშნო კომიტეტის სამომავლო გეგმები კანონშემოქმედებითი საქმიანობის მიმართულებით. ჩვენს გვაქვს უფლებამოსილება და ვალდებულება ზედამხედველობა გავუწიოთ ამ კანონმდებლობის იმპლემენტაციას და შესრულებას. ეს ყველაფერი უკავშირდება რეგიონებში ცხოვრების დონის ამაღლებას. მე იმედი მაქვს მედიასაზოგადოება იქნება ძალიან ყურადღებიანი ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მედიასთან იქნება ძალიან ნაყოფიერი და ღირებული. ჩვენ ისედაც ვგეგმავთ, კომიტეტის ფორმატში მედიასთან შეხვედრას, სადაც უფრო დეტალურად სიღრმისეულად ვისაუბრებთ კომიტეტის საქმიანობის გეგმებზე",-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მატკავამ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა თამარ ტალიაშვილმა და „ათეას“ ხელმძღვანელობამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა