პარლამენტის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო
ყველა სფეროში ადამიანის უფლებების დაცულობის მაღალ ხარისხს ნიშნავს.
მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო დახვეწის და განვითარების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა მომავალშიც ექნება.
„დამოუკიდებელი, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო ნიშნავს ადამიანის უფლებების დაცულობის მაღალ ხარისხს ყველა სფეროში, იქნება ეს საკუთრება, სოციალური დაცვის მექანიზმები, ბიზნესი თუ სახელმწიფოს და მოქალაქეების ურთიერთობა. ეს ქვეყანაში კეთილდღეობის გაუმჯობესების წინაპირობაა.
შემთხვევითი არ არის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ორგანიზაციის, Heritage Foundation-ის კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირის წევრ 11 ქვეყანაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის მხრივ.
ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებაში, რომელიც მან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გამოსვლისას გააკეთა, აბსოლუტურად სწორი აქცენტებია დასმული: საქართველო არის ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ევროპის ქვეყნებს შორის. მნიშვნელოვანია ჩვენს ამ მიღწევებზე ხმამაღლა საუბარი სტრატეგიულ პარტნიორთან, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები წლების განმავლობაში აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ რეფორმებს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება მათი მხარდაჭერა სასამართლო სისტემის კიდევ უფრო დახვეწის და განვითარების პროცესში მომავალშიც“- განაცხადა კილაძემ.

















