კოალიცია „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კოალიციის ატრიბუტიკის გამოყენებით, ხელისუფლება საქართველოში სხვადასხვა ბანკის წინააღმდეგ, „ბანკი ქართუს“ გარდა,
აგრესიისა და ვანდალიზმის აქტებს გეგმავს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, კოალიციის წარმომადგენლები ცალსახად აცხადებენ, რომ აღნიშნულ ოპერაციასთან საერთო არაფერი აქვთ და პირიქით, ის პირდაპირ კოალიცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხელისუფლებას მსგავსი უკანონო ქმედებების შეკვეთისა და დაგეგმვისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

















