logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავამ ლუქსემბურგის პარლამენტში შეხვედრა გამართა
სოფიო ქაცარავამ ლუქსემბურგის პარლამენტში შეხვედრა გამართა
11:34 08.02.2018
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ლუქსემბურგის პარლამენტში შეხვედრა გამართა საგარეო, ევროპულ საქმეთა, თავდაცვისა და მიგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარკ ენგელთან. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე გატარებულ რეფორმები და საპარლამენტო თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს.

სოფიო ქაცარავა ასევე, ლუქსემბურგის პარლამენტის წევრს, სესილი ემენს შეხვდა, სადაც საპარლამენტო ზედამხედველობის, გენდერული თანასწორობის და ქალ პოლიტიკოს ლიდერთა მომავალი სამიტის საკითხებზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიზიტი ბრიუსელში გააგრძელა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეხვედრებში.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ბელგიის ვიცე-პრემიერთან, უსაფრთხოებისა და შინაგან საქმეთა მინისტრთან - იან ჯამბონთან, იუსტიციის მინისტრთან - კოენ გინსთან, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან - რაჩიდ მადრანესთან, ვილვორდეს მუნიციპალიტეტის მერთან - ჰანს ბონტესთან, 2016 წლის ბრიუსელის ტერაქტის პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარესთან - პატრიკ დევაელთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბელგიის დელეგაციის ხელმძღვანელთან და სხვა თანამდებობის პირებთან. შეხვედრების ფარგლებში მხარეები განიხილავენ საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების, ტერორიზმის წინააღმდეგ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის როლის ზრდის, პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისა და სხვა საკითხებს.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა შეხვედრას გამართავს ბელგიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში, რომელიც უსაფრთხოებისა და ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნება. აღნიშნულ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ბელგიის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები და ექსპერტები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა