logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან
ირაკლი კობახიძე: საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან
10:13 08.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გაღრმავებისთვის.


ამის შესახებ კობახიძემ აშშ-ს კონგრესში, მის საპატივცემულოდ გამართულ მიღებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს საქართველოს მხარდაჭერისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან კარგი მეგობარია.

„დემოკრატიის განვითარებისთვის შთაგონებას საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს და ასეა ადრეული 90-იანი წლებიდან. მადლიერები ვართ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერების მხარდაჭერისთვის. მადლიერები ვართ ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური მხარდაჭერისთვის, უსაფრთხოების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის, ფინანსური დახმარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებისთვის“,- მიმართა მოწვეულ სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, გასული წელი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, გამორჩეული იყო. ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და კონგრესს ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი მტკიცე გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, ორი ქვეყანა საერთო ღირებულებებს იზიარებს, რაც ორმხრივ ურთიერთობას კიდევ უფრო აძლიერებს.

„ ეს ღირებულებებია ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის პატივისცემა, თავისუფალი ვაჭრობა, ლიბერალური ეკონომიკა, და რაც მთავარია, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებები. ეს ის ღირებულებებია, რომლებსაც თანამშრომლობა ეფუძნება და სწორედ ეს აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას. სიმბოლურია, რომ გვმასპინძლობს წარმომადგენელთა პალატასთან არსებულმა კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობა, რომელიც საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მხარდამჭერია. ჩვენ ვსარგებლობთ ორპარტიული მხარდაჭერით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა, არამედ ესაა მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ძალიან ვაფასებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას. გვჯერა, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა ამ მიმართულებით და გვჯერა, რომ ორმხრივი ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. გვწამს, რომ საქართველო ერთგული სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენს რეგიონში და გვაქვს ამ სტატუსის შენარჩუნების ამბიცია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს გლობალური განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილის შესატანად.

„ჩვენ ვიბრძვით გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, ავღანეთში, სადაც ქართველ ჯარისკაცებს წვლილი შეაქვთ გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამაყები ვართ ამ კონტრიბუციით. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ, ამავდროულად, გვაქვს ამბიცია, რომ შევიტანოთ ჩვენი წვლილი გლობალური განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში საერთო ინტერესები აქვს და ესენია: სტაბილურობა, ენერგოუსაფრთხოება, სატრანზიტო პოტენციალის განვითარება. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მიმართულებებით თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში.

„ჩვენ წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 100 წლისთავს. 1918 წელს ჩვენ დავაფუძნეთ პირველი ქართული რესპუბლიკა და უნდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ვამაყობთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრობით და საქართველოს პარლამენტის სახელით, მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისა და მეგობრობის გასაღრმავებლად“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მიღებას, რომელიც ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპატივცემულოდ გაიმართა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატასთან არსებული კონგრესის დემოკრატიული პარტნიორობის თანათავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა უმასპინძლა. ღონისძიებას კონგრესისა და სენატის წევრები, ასევე, ექსპერტები დაესწრნენ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა