logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია
პრემიერი: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია
11:32 07.02.2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბრიუსელში, საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სხდომაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, განიხილეს სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები, ასოცირების ხელშეკრულებითა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით გადადგმული და განსახორციელებელი ნაბიჯები და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება.
„ჩვენი მხრიდან, როგორც წესი, დელეგაციას ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი. შედგა ძალიან ხანგრძლივი, საგნობრივი განხილვა და სამოქმედო გეგმით დასახული ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შედეგი. ეს არის ევროკავშირის შეფასება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც საბოლოო ჯამში საქართველოში ჩვენი მოსახლეობისთვის მოიტანს ცხოვრების გაცილებით უფრო მაღალ სტანდარტს, ევროპასთან და დასავლეთთან მეტ ინტეგრაციას და, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გაცილებით უფრო მაღალ დონეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ჩვენს რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ასევე დავსახეთ სამომავლო გეგმები, რომლებიც მნიშვნელოვნად სცდება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს, არის გაცილებით უფრო ამბიციური. ამასაც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ხვდება, რომ ჩვენ ვახორციელებთ საკმაოდ ამბიციურ, ძალიან დატვირთულ სამოქმედო გეგმას და ყველა მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების სიტუაციაზე. ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის კუთხით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და ვიმედოვნებთ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო დგამს აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი წინადადებების განხორციელების მიმართულებითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საბჭოს სხდომაზე ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ენერგეტიკის მიმართულებით.
„პოტენციალი, რომ კასპიის რეგიონის ნავთობი და გაზი საქართველოს გავლით მოხვდეს ევროპაში, კიდევ უფრო მაღალია და ვფიქრობთ, საინტერესო ახალი პროექტები გველოდება ამ მიმართულებითაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა, არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ მოსახლეობა იყოს დამუხტული და მოტივირებული ამ დღის წესრიგით, რადგან ეს არის ის გზა, რომელსაც საქართველო მიჰყავს კეთილდღეობამდე და ეს აუცილებლად მოიტანს ხელშესახებ შედეგებს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ასევე საინტერესო შეხვედრა შედგა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, რომელზეც შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირი ქართული საწარმოების სერთიფიცირების შესაძლებლობას განიხილავს.
„ჩვენ შევთავაზეთ, განვიხილოთ თითოეული ცალკეული საწარმოს სერთიფიცირების საკითხი, რათა მათ შეძლონ ევროკავშირის ბაზარზე ნაწარმის გატანა მანამ, ვიდრე მთლიანად ქვეყანაში განხორციელდება ინსტიტუციური და სისტემური რეფორმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სხვა საწარმოებისთვის მოტივაციის შექმნის კუთხით, რათა წარმატებული შემთხვევები გახდეს საჩვენებელი და მათ ასევე შეძლონ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პოტენციალის გამოყენება. პრინციპული თანხმობა მივიღეთ და ვიწყებთ პროცედურებს, რომლებიც შეგვაძლებინებს, ჩვენს მეწარმეებს მივცეთ ევროპის ბაზარზე უმოკლეს პერიოდში გასვლის საშუალება. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და იმედი მაქვს, ამ პროცედურებს მალე და წარმატებით დავასრულებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა