logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე აშშ-ს კონგრესის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარეს შეხვდა
20:56 06.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც შეხვედრა “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარესთან, სენატორ როჯერ ვიკერთან გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. როჯერ ვიკერმა ირაკლი კობახიძეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ იმსჯელეს. საუბარი, ასევე, საქართველოს თავდაცვის სფეროს განვითარებას, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებს შეეხო.

პარლამენტის თავმჯდომარემ და სენატორმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„შეხვედრა გავმართეთ სენატორ როჯერ ვიკერთან, რომელიც საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია. ის არის ინიციატორი რეზოლუციის პროექტისა, რომელიც განიხილება სენატში და რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ეხება. ჩვენ დღეს, ძირითადად, შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება, ჩვენი თავდაცვის სისტემის განვითარება, საუბარი გვქონდა სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მათ შორის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ნატოსთან თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა, მათი რჩევები ჩვენი თავდაცვის სისტემის გაძლიერების თვალსაზრისით“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე შეფასებით, გასული წელი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით წარმატებული იყო. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული დინამიკის კიდევ უფრო გასააქტიურებლად ქართული მხარე ძალისხმევას არ დაიშურებს.

„2017 წელი იყო ნამდვილად შთამბეჭდავი წელი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ტემპი შენარჩუნდება და ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება, მათ შორის, პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. ამისთვის, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა