logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ აუდიტის სამსახური დამოუკიდებელი იყოს
ირაკლი კოვზანაძე: პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ აუდიტის სამსახური დამოუკიდებელი იყოს
18:24 06.02.2018
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული საქმიანობის 2018 წლის გეგმა და ეფექტიანობის აუდიტთან დაკავშირებული საკითხები მოისმინა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ უმრავლესობის ლიდერთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და აუდიტის წარმომადგენლებმა ფინანსური, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების უკვე შესრულებულ და მომავალში დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრეს. ამასთან საუბარი შეეხო საბიუჯეტო ხარჯების ეფექტურ კონტროლსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართ საპარლამენტოზედამხედველობის გაძლიერებას.

„სახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რათა მოვახდინოთ საბიუჯეტო ხარჯების ეფექტური კონტროლი. ამიტომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის,რომელიც უშუალოდ უწევს საპარლამენტო ზედამხედველობას აუდიტის სამსახურს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი და დამოუკიდებელიაუდიტის სამსახური. პარლამენტი ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რომ აუდიტის სამსახური იყოს დამოუკიდებელი და ამავე დროს მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის საქმიანობაზე.

იმისათვის, რომ ამომწურავად მივიღოთ ინფორმაცია აუდიტის მუშაობის შესახებ, შევთანხმდით, ანალოგიური შეხვედრები სისტემატურად გაიმართოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამავდროულადკომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აქტებისა და დასკვნების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ბერაია, გენერალური აუდიტორის მოადგილეები დავით გოგიჩაიშვილი, ეკატერინე ღაზაძე, ნოდარ ჯავახიშვილი და სხვა წარმომადგენლები.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა