logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აგრძელებს დახმარებას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს
მიხეილ ჯანელიძე: ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აგრძელებს დახმარებას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს
21:32 05.02.2018
„ეს იყო ძალიან წარმატებული სხდომა, სადაც ორმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა და საქართველომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ინტეგრაციული პროცესი ევროკავშირში, რომელიც არის ძალიან კომპლექსური პროცესი პოლიტიკური, სექტორალური და სავაჭრო ინტეგრაციის მიმართულებით“-განაცხადა ბრიუსელში ვიზით მყოფმა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
მიხეილ ჯანელიძემ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილეს.
„ჩვენ გასული წლიდან დავიწყეთ ძალიან აქტიური თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ეს გამოიხატა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჩამოყალიბებული, დაფუძნებული უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგით, რომელზეც ჩვენ ვიმსჯელეთ საბჭოს ფარგლებში. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგზე, რომელიც არის ძალიან ამბიციური დღის წესრიგი, შემუშავებული სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ასევე ვისაუბრეთ იმ დახმარების პაკეტზე, რომელიც მომზადდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის. ეს არის 450 მილიონ ევრომდე დახმარება, იმისათვის, რომ საქართველომ განახორციელოს ის რეფორმები, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირთან ყველა მიმართულებით. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ამბიციაზე, რომ გავაკეთოთ იმაზე მეტი, ვიდრე ამას ჩვენგან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, მათ შორის სექტორალური ინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი დაახლოვება მოხდეს სპეციალიზირებულ სააგენტოებთან , ევროპულ პროგრამებთან და ამან მოუტანოს კონკრეტული სარგებელი თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. რაც მთავარია დახმარება ორიენტირებული იქნება კერძო სექტორის განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, ეკონომიკური შესაძლებლობების აღმოჩენაზე და იმ უნარების განვითარებაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც საჭიროა მათთვის სამუშაო ადგილების მოსაძებნად. ეს არის პრაქტიკული დახმარების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და პოლიტიკურ ინტეგრაციასთან ერთად თითოეული მოქალაქისთვის ეს იქნება დიდი სარგებლის მომტანი“-განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე, საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების საკითხებს. „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, რომელიც რა თქმა უნდა შეეხო პირველ რიგში საქართველო-რუსეთის კონფლიქტს, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, რომელიც ძალიან რთული და მძიმეა, როგორც ადამიანის უფლებების, ასევე უსაფრთხოების კუთხით. ევროკავშირს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ მიმართულებით. იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყველა მისი ინსტრუმენტით აგრძელებს დახმარებას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება მოხდეს, უზრუნველყოფილ იქნას სტაბილურობა და ასევე მეტი შესაძლებლობები ოკუპაციის ხაზით გაყოფილი საზოგადოებების გაერთიანების, შერიგებისა და ამ მიმართულებით ახალი ჩართულობის კუთხით“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დღეს ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართულმა დელეგაციამ პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა