logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდის (GMF)  ექსპერტებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ექსპერტებს შეხვდა
21:26 05.02.2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.



ფონდის მთავარ ექსპერტებთან - ლორა როზენბერგერთან, დევიდ სალვოსთან, ჯეიმი ფლაისთან, ჯონათან კატცთან და სტივენ კილისთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა იყო.



პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპერტებს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.



მხარეებმა ასოცირების განხორციელების მიმდინარეობაზე იმსჯელეს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.



შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.



„დღეს იწყება ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვიზიტის ფარგლებში შევხვდებით კონგრესის ქვედა პალატის სპიკერს, ასევე, კონგრესმენებს, სენატორებს, გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან. საუბარი გვექნება ორმხრივ თანამშრომლობაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ასევე, ჩვენს კოლეგებსა და მეგობრებს გავაცნობთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ჩვენს ეკონომიკურ და დემოკრატიულ რეფორმებს, გვექნება საუბარი ჩვენი თანამშრომლობის ყველა ასპექტზე, მათ შორის, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე, რაც ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება“,- განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს. ​


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა