საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდი „ქომაგის“ ორგანიზებით დღეს, თემაზე - „სახელმწიფოს მიერ მოქალაქეებისა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ „ფონდი ქომაგის“ მიმართ განხორციელებული ქმედებები“ კონფერენცია გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქომაგიდან“ აცნობეს, კონფერენციის მუშაობაში დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორსიო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, დისკუსიას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება.

















