logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სოფიო ქაცარავა კრისტი მორდჰორსტს შეხვდა
სოფიო ქაცარავა კრისტი მორდჰორსტს შეხვდა
21:09 05.02.2018
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერს კრისტი მორდჰორსტს შეხვდა.



შეხვედრაზე მხარეებმა, ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით ნაყოფიერი ურთიერთთანამშრომლობა აღნიშნეს.



სოფიო ქაცარავამ სტუმარს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მუშაობის სპეციფიკა, პრიორიტეტები და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. საუბარი შეეხო ასევე, კომიტეტის ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას, რომელიც დასრულების პროცესშია.



შეხვედრისას მხარეებმა ასევე, განიხილეს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების საკითხები, რაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამერიკულმა მხარემ მზაობა გამოთქვა დაეხმაროს როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ასევე, პარლამენტს საზედამხედველო საქმიანობის გაძლიერების და უფრო ეფექტურ განხორციელებისთვის.



შეხვედრის ბოლოს სოფიო ქაცარავამ და კრისტი მორდჰორსტმა კომიტეტის სამომავლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. მათ შორის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან აშშ-ს ელჩის მომავალი შეხვედრა განიხილეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს, სოფიო ქაცარავას ინიციატივით დაგეგმილ კონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს და მიეძღვნება სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და დეზინფორმაციას საქართველოში.



„დღეს გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მათ შორის, საპარლამენტო ზედამხედველობა, სტრატეგიული კომუნიკაციები და გენდერული კვოტირება. შევთანხმდით, რომ მომავალში გავააქტიურებთ თანამშრომლობას ჩვენს კომიტეტსა და აშშ-ს საელჩოს შორის. მოხარული ვარ, რომ აშშ-ს მთავრობას გააჩნია დიდი ინტერესი საქართველოს პარლამენტის მიმართ და გვიწევს სხვადასხვა სახის დახმარებას მრავალი მიმართულებით“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა